kurorti borjomi
დედამიწაზე სამოთხე არ არის. . . მაგრამ არის ბორჯომი
суббота, 11 июля 2015 г.
вторник, 7 октября 2014 г.
ახალდაბა
ბორჯომის რაიონში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 790 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს კურორტი ახალდაბა. იგი რაიონული ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. წიწვოვანი ტყეების გარდა აქ არის ფართეფოთლოვანი ტყეებიც. ზამთარი ზომიერად რბილია და მცირეთოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -21 გრადუსი). ზაფხული თბილია ( აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +20,1 გრადუსი) .მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2100 საათს შეადგენს, ხოლო ნალექების რაოდენობა 613 მმ-ია. საშუალო წლიური შეფარდებით სინოტივე 75%-ია.
შესანიშნავი კლიმატის გარდა კურორტზე არის მინერალური წყლებიც. მდინარე მტკვრის შენაკად ნაძვურას ხეობაში განლაგებულია თერმიული მინერალური წყლების წყაროები (ბურღილები), რომელთა ტემპერატურაა + 32,5 გრადუსიდან +44,8 გრადუსამდე. მინერალური წყალი გამოიყენება აბაზანების სახით.
ჩვენება: საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები.
წყარო: http://www.travelinborjomi.ge/
воскресенье, 1 июня 2014 г.
суббота, 31 мая 2014 г.
ქართული უნიკალური აღმოჩენა, რომელიც ისტორიას ცვლის
ქართული უნიკალური აღმოჩენა, რომელიც ისტორიას ცვლის
|
დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი თაფლი ტუტანჰამონის სამარხში ნაპოვნი თაფლი იყო, მაგრამ ეს ვერსია ქართველმა მეცნიერებმა და ახალმა აღმოჩენამ შეცვალა. სამცხე-ჯავახეთის ექსპედიციამ კოდიანის მთის ძირში კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინა, რომელშიც თაფლი იყო მოთავსებული. პროდუქტმა გაიარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომელმაც, ვადები და ბიოლოგიური შემადგენლობა დააზუსტა. ინფორმაცია აღებულია: intermedia.ge საიტიდან |
Подписаться на:
Сообщения (Atom)