ბორჯომის რაიონში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 790 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს კურორტი ახალდაბა. იგი რაიონული ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. წიწვოვანი ტყეების გარდა აქ არის ფართეფოთლოვანი ტყეებიც. ზამთარი ზომიერად რბილია და მცირეთოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -21 გრადუსი). ზაფხული თბილია ( აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +20,1 გრადუსი) .მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2100 საათს შეადგენს, ხოლო ნალექების რაოდენობა 613 მმ-ია. საშუალო წლიური შეფარდებით სინოტივე 75%-ია.
შესანიშნავი კლიმატის გარდა კურორტზე არის მინერალური წყლებიც. მდინარე მტკვრის შენაკად ნაძვურას ხეობაში განლაგებულია თერმიული მინერალური წყლების წყაროები (ბურღილები), რომელთა ტემპერატურაა + 32,5 გრადუსიდან +44,8 გრადუსამდე. მინერალური წყალი გამოიყენება აბაზანების სახით.
ჩვენება: საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები.
წყარო: http://www.travelinborjomi.ge/
Комментариев нет:
Отправить комментарий