вторник, 7 октября 2014 г.

ახალდაბა



    
ბორჯომის რაიონში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 790 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს კურორტი ახალდაბა. იგი რაიონული ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. წიწვოვანი ტყეების გარდა აქ არის ფართეფოთლოვანი ტყეებიც. ზამთარი ზომიერად რბილია და მცირეთოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -21 გრადუსი). ზაფხული თბილია ( აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +20,1 გრადუსი) .მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2100 საათს შეადგენს, ხოლო ნალექების რაოდენობა 613 მმ-ია. საშუალო წლიური შეფარდებით სინოტივე 75%-ია.


      შესანიშნავი კლიმატის გარდა კურორტზე არის მინერალური წყლებიც. მდინარე მტკვრის შენაკად ნაძვურას ხეობაში განლაგებულია თერმიული მინერალური წყლების წყაროები (ბურღილები), რომელთა ტემპერატურაა + 32,5 გრადუსიდან +44,8 გრადუსამდე. მინერალური წყალი გამოიყენება აბაზანების სახით.
ჩვენება: საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები.



წყარო: http://www.travelinborjomi.ge/





суббота, 31 мая 2014 г.

ქართული უნიკალური აღმოჩენა, რომელიც ისტორიას ცვლის

ქართული უნიკალური აღმოჩენა, რომელიც ისტორიას ცვლის
imageახალი აღმოჩენა არის თაფლი, რომელიც ტუტანხამონის ცნობილ თაფლზე თითქმის 12 საუკუნით უფრო ძველია. ბორჯომის რაიონში მეცნიერებმა მიაგნეს თაფლს, რომელიც როგორც ექსპერტიზამ დაადგინა მესამე ათასწლეულით თარიღდება . ამ აღმოჩენამ შესაძლოა მსოფლიო ისტორიაში და მკვლევარების მიერ დადგენილ ქრონოლოგიაში ბევრი რამ შეცვალოს.
დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი თაფლი ტუტანჰამონის სამარხში ნაპოვნი თაფლი იყო, მაგრამ ეს ვერსია ქართველმა მეცნიერებმა და ახალმა აღმოჩენამ შეცვალა.
სამცხე-ჯავახეთის ექსპედიციამ კოდიანის მთის ძირში კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინა, რომელშიც თაფლი იყო მოთავსებული. პროდუქტმა გაიარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომელმაც, ვადები და ბიოლოგიური შემადგენლობა დააზუსტა.

  ინფორმაცია აღებულია: intermedia.ge საიტიდან